მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვორქშოპი: AI Web Lab: ვებ-მაგია AI-ის დახმარებით! – 2026
მათემატიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, ვორქშოპი თემაზე: “AI Web Lab: ვებ-მაგია AI-ის დახმარებით” გაიმართება!
თუ გინდა გაიგო, როგორ შექმნა შენი პირველი ვებ-გვერდი მარტივად და სწრაფად, AI Web Lab – შესაძლებლობა შენთვისაა:- გამოიყენო Google AI Studio, Claude და სხვა AI ხელსაწყოები
- ააწყო მარტივი, კრეატიული ვებ-საიტები
- მიხვდე, როგორ ერთიანდება კოდი + ხელოვნური ინტელექტი
- განავითარო სტარტაპების და დიზაინის იდეები
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა N13, აუდიტორია 504
დრო: 2026 წლის 14 მარტი 11:00 საათი
ვისთვის: IX-XII კლასელები, რომლებიც მზად არიან ექსპერიმენტისთვის
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა N13.
მოდი, შექმენი შენი პირველი ვებ-შედევრი AI-ის დახმარებით და დაუმატე მომავლის ტექნოლოგიები საკუთარ იდეებს მონაწილეთა შერჩევა მოხდება ანკეტების შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაშუ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ბმული
სამუშაო განრიგი: 14 მარტი 2026- 10:00 – 11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
- 11:00 – 11:45 სესია 1 – ვების ძირითადი ტერმინები და განმარტებები
- 11:45 – 12:00 შესვენება
- 12:00 – 13:00 სესია 2 – როგორ შევქმნათ საკუთარი ვებგვერდი AI-ის დახმარებით
- 13:00 – 14:30 „მე თვითონ“ (ჯგუფების შექმნა, ვებგვერდის იდეის გენერირება, მენტორის დახმარებით საიტის აწყობა)
- 14:30 – 15:00 შექმნილი საიტების პრეზენტაცია, სერტიფიკატების გადაცემა