მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია მათემატიკაში „UNIKუმი 2025“



14 მარტს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში გაიმართა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია მათემატიკაში „UNIKუმი 2025“ .

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, ა(ა)იპ „მათემატიკოსი“ და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის კონფუცის კლასი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები. სამეცნიერო კომიტეტის მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ლიზა ბრეგაძემ (ქუთაისის №7 საჯარო სკოლა, პედაგოგი მზია ფხაკაძე), ნინო შანიძემ (ქუთაისის №2 საჯარო სკოლა, პედაგოგი ნათია ფოცხვერაშვილი), მარიამ ყოლბაიამ (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლა, პედაგოგი ფატმან ჯანიაშვილი), დოდო ლაბაძემ (ქუთაისის №14 საჯარო სკოლა, პედაგოგი ინეზა გაბადაძე).

საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს   ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა და კონფუცის კლასის დირექტორმა დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაცეს.  ასევე, მადლობის წერილები გაეგზავნათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს და სკოლების ადმინისტრაციებს.

დებულება

 

 
 
Scroll to top