მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკური სამეცნიერო სლემი – 2024

ქუთაისის უნივერსიტეტში 2024 წლის 14 მარტს ჩატარდა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკური სამეცნიერო სლემი.

სამეცნიერო სლემი – სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ღონისძიებაა, სადაც მეცნიერები არასპეციალისტებისათვის საუბრობენ თანამედროვეობის მთავარ და მნიშვნელოვან სამეცნიერო იდეებზე, მათ შორის საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე.

ორგანიზატორები – შპს ქუთაისის უნივერსიტეტი, ა(ა)იპ მათემატიკოსი

ღონისძიება ჩატარდა 2024 წლის 14 მარტს 3.14 1:59 PM

მომხსენებლები

  • მიხეილ გაგოშიძე, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • გოჩა უგულავა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ბესიკი ტაბატაძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

 

 
Scroll to top