ჩვენს შესახებ
ორგანიზაცია “მათემატიკოსის” მთავარი საზრუნავია მათემატიკური განათლების განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია. ის სტუდენტებს და მოსწავლეებს სხვადასხვა კურსებს სთავაზობს, რომლებიც მათემატიკის სხვადასხვა დარგებს მოიცავს. საქმიანობის ფარგლებში “მათემატიკოსი” ატარებს მათემატიკურ ოლიმპიადებს და კონკურსებს მოსწავლეებისთვის, მართავს სამეცნიერო კონფერენციებს, შეხვედრებს, ეწევა სხვა აქტივობას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვისთვის. ასევე, “მათემატიკოსი” აქვეყნებს პუბლიკაციებს როგორც აქტუალურ მათემატიკურ საკითხებზე, ისევე მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. ორგანიზაციის მისიაა, გაზარდოს ინტერესის დონე მათემატიკის მიმართ და განავითაროს კრიტიკული აზროვნების უნარები ახალგაზრდებში. ის მათ სთავაზობს საგანმანათლებლო მასალებს და რესურსებს. “მათემატიკოსი” მუშაობს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ეხმარება მეცნიერების და განათლების განვითარების წინსვლას.
მისია
- მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში დაინტერესებული პირების თანამშრომლობის მხარდაჭერა;
- მათემატიკური კვლევების მხარდაჭერა;
- დახმარება მათემატიკური და კომპიუტერული განათლების დონის ამაღლებაში;
- მათემატიკური და კომპიუტერული მეთოდების სხვა მეცნიერებებში დანერგვის ხელშეწყობა;
- მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების პოპულარიზაცია;
- მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარების ხელშეწყობა და წახალისება.
ჩვენი გუნდი
ა(ა)იპ მათემატიკოსის დამფუძნებლები

მიხეილ გაგოშიძე
პრეზიდენტი

დავით გაგოშიძე

ბესიკი ტაბატაძე

გოჩა უგულავა
გაქვთ რაიმე შეკითხვა?
შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ.