მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკური სამეცნიერო სლემი – 2024
ქუთაისის უნივერსიტეტში 2024 წლის 14 მარტს ჩატარდა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკური სამეცნიერო სლემი.
სამეცნიერო სლემი – სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ღონისძიებაა, სადაც მეცნიერები არასპეციალისტებისათვის საუბრობენ თანამედროვეობის მთავარ და მნიშვნელოვან სამეცნიერო იდეებზე, მათ შორის საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე.
ორგანიზატორები – შპს ქუთაისის უნივერსიტეტი, ა(ა)იპ მათემატიკოსი
ღონისძიება ჩატარდა 2024 წლის 14 მარტს 3.14 1:59 PM
მომხსენებლები
- მიხეილ გაგოშიძე, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- გოჩა უგულავა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ბესიკი ტაბატაძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი